საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერთა სამიტზე

15:01, 03.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს.

პრემიერის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არ არის სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.

ანა ბროლაძის ჩართვა დუბაიდან #მოამბე

მსგავსი