საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

„მამული, ენა და სარწმუნოება არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ღირებულებებსა და ტრადიციებზე და არსებულ გამომწვევებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღებაა გაამახვილა ლგბტ პროპაგანდასა და მმართველ გუნდის მიერ ინიციირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერი. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას.