საქართველოს პირველი ლედი აჭარაში
საქართველოს პირველი ლედი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. თამარ ბაგრატიონი ქედის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა. ასევე ეწვია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახსაც“, სადაც მეწარმე ქალებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში პირველი ლედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო, სივრცე დაათვალიერა და მის საქმიანობას გაეცნო.