„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა – ამ სახელწოდებით გამოფენა, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით, დღეს ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია არქივში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები, წერილობითი დოკუმენტაცია და ფოტომასალა.

საიუბილეო გამოფენა წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.