საქართველოს პირველი არხის შეთავაზება

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები, შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის წინადადებას დათანხმდნენ. პირველმა არხმა პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობა საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით შესთავაზა.  დებატების ფორმატი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებთან დამატებით შეთანხმდება.  საქართველოს პირველმა არხმა დებატები თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” შუალედური არჩევნების პირველ ტურში 14 კანდიდატს შორის გამართა.  დებატები მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორისაც გაიმართა.

დატოვე კომენტარი