უკრაინა მადლობელია პარტნიორების მხარდაჭერის, მაგრამ ქვეყნის თავდაცვა უკრაინელების საქმეა, – ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებაში ვიზიტისას გააკეთა.
ზელენსკი კალანჩაკსა და ნოვოოლექსეევკაში გამართულ ტაქტიკურ სწავლებას დაესწრო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართული სწავლებების მიზანი რუსეთის მუქარის ფონზე შიდა არეულობისა და საბოტაჟის პრევენცია იყო.
ანექსირებული ყირიმიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში იმყოფებოდა საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი. ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე ყირიმის რუსული საოკუპაციო ხაზიდან – ნახეთ ექსკლუზიური რეპორტაჟი.