საქართველოს პირველი არხი - უსაფრთხო მედია  

საქართველოს პირველი არხი – პასუხისმგებლიანი მედია. კორონავირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჩვენი ტელევიზია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიღებულია პრევენციული ზომები, მკაცრად არის დაცული ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომლებიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლადაა დაწესებული და შემუშავებულია უსაფრთხო სამუშაო გარემოს სამსაფეხურიანი გეგმა. პირველი არხი, ვებ-გვერდი 1tv.ge და რადიო – ამ პლატფორმებზე გაწვდით ზუსტ, გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

მაშინ როცა სკოლები დახურულია, სწორედ საქართველოს პირველმა არხმა განათლების სამინისტროსთან ერთად შექმნა უპრეცედენტო პროექტი ტელე-სკოლის სახით, რომელიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს სთავაზობს.