საქართველოს პირველი არხი აცხადებს დაბალბიუჯეტიანი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების მიღებას
პროექტის პირობები
ა) ფილმის სცენარი აგებული უნდა იყოს რომელიმე, უკვე არსებული ქართული ან უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებს მოტივებზე, ან წარმოადგენდეს ნაწარმოების ეკრანიზაციას. პროექტში მითითებული უნდა იყოს ლიტერატურული პირველწყაროს სათაური და ავტორის ვინაობა.
ბ) ფილმის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (შესაბამისი გადასახადების ჩათვლით).
გ) პროექტები ჟანრობრივად არ არის შეზღუდული, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ უნდა შეიცავდნენ მასობრივ (მათ შორის ბატალურ) სცენებს, ძვირადღირებულ ისტორიულ რეკონსტრუქციებს, ლოკაციებისა და მოქმედი პირების დიდ რაოდენობას.
დ) ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 26 წთ და არაუმეტეს 52 წთ.
მონაწილეები
პროექტების წარდგენა შეუძლიათ ტელე და კინო მწარმოებელ საპროდიუსერო კომპანიებს.
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
1) მოკლე სინოფსისი
2) ფილმის სცენარი
3) სარეჟისორო ხედვა
4) რეჟისორის ბოლო ნამუშევარი
5) რეჟისორისა და სცენარისტის CV
6) საწარმოო (კალენდარული) გეგმა
7) ფილმის ბიუჯეტი.
დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 3 აგვისტოდან ელექტრონული სახით მისამართზე [email protected]. პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი ნოემბერი.