საქართველოს პირველ არხზე მეგაშოუ „რანინა“ მესამე სეზონით ბრუნდება - კონკურსანტები ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან დუეტში, ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიები და განახლებული პროგრამა

„რანინა“ ბრუნდება.

საქართველოს პირველი არხის საბავშვო მეგა-შოუს მესამე სეზონის მონაწილეებმა გადაცემების ჩაწერები უკვე დაიწყეს. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი „საბავშვო ევროვიზიაში“ მიიღებს მონაწილეობას.

საბავშვო მუსიკალური პროექტის მესამე სეზონში საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი აკუსტიკაც ჩაერთვება. ერთგულ მაყურებელს  სექტემბრიდან სიურპრიზებით დატვირთული მუსიკალური შოუ ელოდება.