საქართველოს პასპორტის ინდექსი

15:14, 10.01.2026

Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში მსოფლიოში 33-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს 133 ქვეყანაში შესვლა უვიზოდ ან გამარტივებული წესით შეუძლიათ. აქედან 79 ქვეყანაში მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ.

საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და იაპონიაში. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს იმავე რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილს იკავებდა 135 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის ხელმისაწვდომობით. 2022 წელს კი ამავე რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 34-ე ადგილზე იყო.

მსგავსი