საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, ვენაში შეხვედრებს მართავს კახა კუჭავა. ქართული დელეგაცია მეზობელი და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების პირველ პირებს ხვდება. ყველა შეხვედრაზე ყურადღება მახვილდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ასევე, საუბარი შეეხება როგორც ეკონომიკურ და საინვესტიციო, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს.