საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი წერს: მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის არაკანონიერ ანექსიას. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრულ უპატივცემულობას არ გააჩნია ლეგიტიმურობა და წარმოადგენს მომავალში გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის აშკარა უარყოფას, – ვკითხულობთ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განცხადებაში.