საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელ კოლეგას შეხვდა. აუდიენცია დახურულ ფორმატში წარიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს ელჩი და ადვოკატი საერთაშორისო არენაზე.