საქართველოს ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად ივარჯიშა ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმის გამო ფრანგული პსჟ-ეს ბოლო ორი თამაში გამოტოვა. სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო, 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.