საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგი შეხვედრისთვის ემზადება – პოზნანში 20-მა ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე ჩაატარა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი, გიორგი ლორია კი გუნდს დღეს შეუერთდება.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს უკვე თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. ორივე მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.