საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა. ლუკა გუგეშაშვილი, საბა კვირკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად ვარჯიშებში ერთვებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 6 ივნისს შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით 6 ივნისიდან ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევრო 2024-ის მატჩებს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.