საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება საბერძნეთთან

12:01, 27.11.2026

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე – ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში საბერძნეთი 92- 88 დაამარცხა.

ჯიკიჩის გუნდმა 54 წამით ადრე, 7-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მატჩი კი თორნიკე შენგელიასა და მარკის რიდის საოცარმა თამაშმა გადაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა 30 ქულა, სამი მოხსნა და სამი პასი მიითვალა. გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 25 ქულით 11 მოხსნითა და ხუთი შედეგიანი გადაცემით შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი