საქართველოს ნაკრები კვიპროსს მასპინძლობს – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

15:33, 15.10.2023

საქართველოს ნაკრები დღეს ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსს დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდი ოთხი ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა, კვიპროსს კი ექვსი თამაშიდან ჯერჯერობით არცერთი ქულა არ აქვს. მიხეილ მესხის სტადიონზე მეტოქეები ერთმანეთს უკვე მეექვსედ შეხვდებიან. წინა ხუთ მატჩში გამარჯვება საქართველომ ორჯერ მოიპოვა, ორი მოგებული თამაშია კვიპროსის ანგარიშზეც. ერთი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

საქართველოსა და კვიპროსის დაპირისპირება 17 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი