საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების ისტორიულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენს გუნდს საკვანძო ფეხბურთელები გამოაკლდა. ერთა ლიგის დივიზიონის ფინალში, კორონავირუსზე დადებითი ტესტის გამო, ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია ვერ დაეხმარებიან.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი ვარჯიშობს. დანაკლისი აქვს მეტოქესაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ესპანური „ლევანტეს“ შემტევი ნახევარმცველი, ენის ბარდი. მან ტრავმა ნაკრების პირველივე ვარჯიშზე მიიღო. ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.