საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაპირისპირებისთვის საგურამოში, „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა მედიის კითხვებს უკვე უპასუხეს.
შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო ერთა ლიგის მატჩში ალბანეთს ხვდება