საქართველოს მხრიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას აშშ ეხმაურება - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 

საქართველო შემოგვიერთდა და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაა. ჰეზერ ნოიერტის განცხადებით, შეერთებულ შტატებში დადებითად აფასებენ ამ გადაწყვეტილებას.

აღნიშნულ საკითხს ის მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც რუსეთის მიერ 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. ჰეზერ ნოიერტის თქმით, საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა.