საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატში

საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები ამერიკიდან და მოწოდება პოლიტიკოსებს, დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა. სენატორები ჯიმ რიში, რონ ჯონსონი და ჯინ შაჰინი ორპარტიული რეზოლუციით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, 19 აპრილის შეთანხმებას მხარდაჭერას უცხადებენ.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერების გზაზე კიდევ ერთხელ დასტურდება და ხაზგასმულია, რომ უნდა განხორციელდეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმები.

უფრო კონკრეტულად, რა წერია რეზოლუციის ტექსტში და როგორია პოლიტიკური შეფასებები, ნათია ქენქაძის სიუჟეტში ნახავთ.