საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას განაგრძობს.

მილიონი ლარის ღირებულების ტვირთის გაგზავნის შემდეგ ისევ გროვდება თანხა და პირველადი საჭიროების ნივთები, ასევე მედიკამენტები და სასურსათო პროდუქცია. საქველმოქმედო აქციებში სხვადასხვა უწყება და კერძო კომპანიაა ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთი ომში მყოფ ქვეყანაში პოლონეთის გავლით შედის. ქვეყანა დახმარებას უწევს უკრაინის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნებით ჩამოვიდნენ და ომის დაწყების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.