საქართველოს მხარდაჭერა სომხეთს   

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს, ეკატერინე ტიკარაძესა და არსენ ტოროსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და ქართველი მხარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსი 566-ს ადამიანს დაუდასტურდა, 18 – გარდაიცვალა.

დღემდე „კოვიდ-19“ ქვეყანაში უკვე 15 ათასამდე ადამიანს გამოუვლინდა.