საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მირქმის დღესასწაულს სულიერი მამები აღდგომას ადარებენ.