საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს

„თავისუფლების მოედანზე“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა მედიასთან ისაუბრეს და მთელ ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. მათი თქმით, შეხვედრა თითოეულ გულშემატკივართან არის განსაკუთრებული და დამატებითი მოტივაციის მიმცემი, რაც დაეხმარებათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში.