საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა

21:02, 30.08.2018

გამოსასყიდის, ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა.

თრუსოს ხეობიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ახალგაზრდები ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გამოკითხვის მიზნით, ხუთივე მცხეთის პოლიციაში გადაიყვანეს.

მსგავსი