საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია – ილია მეორეს დღეს 92 წელი შეუსრულდა. მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში უწმინდესისა და უნეტარესის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, ეპარქიებისა და მრევლის ზრდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

ილია მეორე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, იდგა სტუდენტების გვერდით 1978 წელს, იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს. აღსანიშნავია მისი შემოქმედება ხატწერასა და მუსიკაში. ასევე მისი წვლილი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში, რისთვისაც საყოველთაო ნათლობა დააწესა.

ირაკლი ღუდუშაურის გზა სასულიერო აკადემიიდან დღემდე, იხილეთ გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.