საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – 1933-2026

15:03, 21.03.2026

საქართველო გლოვობს – უკვე მეოთხე დღეა, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს – 24 საათის განმავლობაში არ წყდება იმ ადამიანების ნაკადი, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამომშვიდობება და პატივის მიგება სურთ.

მრევლი საათების განმავლობაში რიგში დგას, რათა ქვეყნის სულიერ ლიდერს პატივი მიაგოს. სასულიერო პირები კი უწყვეტად იხდიან სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ წირვა ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ზუსტად 12:00 საათზე კი ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს სამების საკათედრო ტაძარში და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.

მსგავსი