ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში სულიერი კავშირის შენარჩუნებას ადგილობრივ ტაძრებში მისვლითა და ლოცვით ცდილობენ ემიგრანტები. მათთვის განსაკუთრებულად რთულია ის ფაქტი, რომ სამშობლოში დაბრუნებასა და პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებას ვერ ახერხებენ. ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილობრივ ეკლესიებსა და ეპარქიებში იკრიბებიან, იქ სადაც ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები იმართება. ემიგრანტები პატრიარქთან შეხვედრებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთვის ილია მეორე არა მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ იმედის სიმბოლო იყო.