საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში

საქართველოს ინოვაციების ჰაბი და მისი მნიშვნელობა. საქართველო-ამერიკას შორის ტექნოლოგიური და ინოვაციური თანამშრომლობის კიდევ ერთი ხიდი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაბის გახსნის ცერემონიას დაესწრო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილი, ასევე, შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, სადაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს, მათ შორის საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლზე, რომელიც ევროპისა და აზიის ბუნებრივი, რეგიონული დამაკავშირებელია და სატრანსპორტო ჰაბის როლს ასრულებს. სან ფრანცისკოშია მოამბის გადამღები ჯგუფი.

სალომე ქოქიაშვილი სან-ფრანცისკოდან #მოამბე