საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი 3:2 დაამარცხა

15:30, 07.06.2025

საქართველოს ქალთა ფრენბურთის ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. დაძაბულ მატჩში ქართველმა ფრენბურთელებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ანგარიშით, 3:2 დაამარცხეს. ეს ჩვენი ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ლუქსემბურგის დამარცხებამდე საქართველომ ავსტრიას მოუგო. ამ დროისთვის ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ხუთი ქულაა. ევროპის ვერცხლის ლიგაზე მორიგ მატჩს ქართველ ფრენბურთელთა ნაკრები ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი