საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ახალი ანგარიში საქართველოსაც ეხება.

37-გვერდიან დოკუმენტში საკმაოდ მწვავეა გზავნილები რუსეთის მიმართ. რუსეთი საქართველოსა და მოლდოვის მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებაშია დადანაშაულებული. ავტორები ევროკავშირის საგარეო სამსახურს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებული და დღემდე შეუსრულებელი ყველა ვალდებულება დააფიქსიროს და მათი შესრულების მიზნით მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად კონკრეტული რეკომენდაციები მოამზადოს. დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის დაუსჯელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას ეხება. თუ ევროკომისიის პუნქტები შესრულდება, საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს – ასეთია ევროპარლამენტის გზავნილი.