საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ელჩების განცხადებები

საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ აცხადებს, რომ საქართველოს აქვს მიღწევები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, თუმცა ასევე არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა. დღესვე 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. მისი თქმით, 12 პრიორიტეტი სრულად შესრულების შემთხვევაში საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.