საქართველოს ევროპული პერსპექტივა

მხარდამჭერი გზავნილების პარალელურად, ცალკეული პოლიტიკური ფიგურები საქართველოში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნე ვიჩიენე ღია წერილს ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ გასწია სათანადო ძალისხმევა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე შეენარჩუნებინა. ამან ასევე საგრძნობლად გაართულა ევროკავშირსა და ამერიკაში საქართველოს მეგობრების მუშაობა. ასევე ნათქვამია, რომ თუ სტსტუსს საქართველო ვერ მიიღებს, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, თუ რას ირჩევს – ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილით და „ქართული ოცნებით“ ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს.

რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.