საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა განიხილება.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე მსჯელობასაც მოიცავს. პროგნოზები არაერთგვაროვანია. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსგან ევროკომისიის 12 პუნქტის სრულყოფილად შესრულებას ელოდებიან, ჩატარებული სამუშაოების ხარისხთან ერთად მათი შეფასება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმ ანგარიშზეც, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თვის ბოლომდე უნდა გამოაქვეყნოს. „საჭიროა რეფორმები, პოლიტიკური მიღწევები და ცალკეულ სფეროებში სერიოზული სამუშაოები“, – ასეთია ძირითადი გზავნილები მინისტერიალიდან.