საქართველოს ევროპული პერსპექტივა

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსი კი კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ – ასეთია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გაცემული რეკომენდაციის იდენტურია. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან თითქმის სამი თვის თავზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოსგან გასხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას. ევროპელი ლიდერების საერთო გზავნილი ასეთია: როგორც კი საქართველო საშინაო დავალებას, ანუ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს შეასრულებს, ავტომატურად კანდიდატობასაც მიიღებს. მოთხოვნებს შორისაა რამდენიმე რეფორმა, მათ შორის სასამართლო სფეროში. ვადა წლის ბოლომდეა დათქმული.

„მოამბე“ ბრიუსელიდან – სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარება და რა გზის გავლა მოუწევს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.