„საქართველოს ევროპული გზა“ - ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი დღეს დასრულდება

ბათუმში დღეს დასრულდება საერთაშორისო ფორუმი საქართველოს ევროპული გზა. კონფერენციის მეორე დღე, სავაჭრო-ეკონომიკურ  ურთიერთობებს ეთმობა. ფორუმი თემატურ სექციებში სხვადასხვა სფეროს მიხედვით მიმდინარეობს.  გამომსვლელები მსჯელობენ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და  თავისუფალი ვაჭრობის მოპოვების შემდეგ ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა არსებობს ახალი გამოწვევები, რის გადაჭრაც ქვეყანის განვითარების  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა – აცხადებენ კონფერენციის მონაწილეები.