საქართველოს ევროინტეგრაცია და ბიზნესპერსპექტივები

ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანს.

მთავარი მოლოდინი ევროპული ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის უფრო მეტად ათვისებას უკავშირდება. ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბიზნესი საექსპორტო და სავაჭრო მაჩვენებლების მატებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას პროგნოზირებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას სხვადასხვა სფეროში ევროპიდან მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვაში უნდა დაეხმაროს. იზრდება წვდომა ევროკავშირში გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე, ეკონომიკურ, საინვესტიციო და საგანმანათლებლო პროგრამებზეც.

მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს იმ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენების შანსი ქვეყანას ევროკავშირის კარის ნახევრად გახსნის შემდეგ უჩნდება.