საქართველოს საფეხბურთო გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში რვა ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძე.
ნაკრები სრული შემადგენლობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს ორ შეხვედრას გამართავს, 11 ოქტომბერს ჩვენი მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, ხოლო 14 ოქტომბერს სანიოლის გუნდი თბილისში ალბანეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.