საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ევროკომისიის ანგარიშში 

პერმანენტული კრიტიკის ფონზე, ბრიუსელიდან პოზიტიური შეფასებები ისმის. საუბარია ევროკომისიის 2026  წლის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშზე, სადაც საქართველო ეკონომიკური ზრდით ლიდერ პოზიციაზეა და მნიშვნელოვანად უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას – კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც ბრიუსელი მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზეა. ანგარიშის თანახმად, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა გასული წლების ეკონომიკური პარამეტრებითაც. პოზიტიურ შეფასებას ოფიციალური თბილისი ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული რეფორმებით ხსნის. თუმცა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე. აქცენტი კეთდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს პოზიტიური შედეგების იგნორირებაზე და ევროკავშირის მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაზე.

ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის გავლენა საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და გამოხმაურება – ნახეთ მანანა დევაძის სიუჟეტში.