საქართველოს ეკონომიკა პანდემიის ფონზე 

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორის დასახმარებლად ახალი პლატფორმა ამოქმედდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელისუფლება დისტანციური მუშაობისთვის საქართველოს სთავაზობს. მათ აქ მინიმუმ ექვსი თვის ვადით დარჩენის უფლება ექნებათ და შეეძლებათ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურონ, რაც ტურიზმის სფეროსთვისაც ძალების აღდგენის ერთ-ერთი საშუალება იქნება. ამ ფორმით მთავრობა უცხოელი ვიზიტორების მოზიდვას ცდილობს, თუმცა გაიწერება კონკრეტული პირობები და რეგულაციები. საქართველოს, როგორც კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც გაამყარა. ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია 15-დან 12-მდე შეამცირა, საქართველო განახლებულ სიაში რჩება.

დატოვე კომენტარი