საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიში

„სამართალწარმოება თანასწორობისათვის“ – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ანგარიშის შედეგებს აქვეყნებს.

პროექტის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა.

კვლევის ავტორების განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. ესენია: ნაადრევი ქორწინება, უფლებებისა და თავისუფლების თობაზე ცოდნის სიმწირე, ენობრივი ბარიერი. ამასთანავე, რეგიონებში კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება.

პროექტის ფარგლებში იურისტებმა 2104 უფასო იურიდიული კონსულტაცია გასცეს. 29 ქალს გაეწია სრულყოფილი სამართლებრივი დახმარება. ასევე ერთი საქმე, თბილისში, პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ქალის მიმართ ძალადობა, სტრასბურში გაიგზავნა.