მაღალი დონის შეხვედრების, პარტნიორობის გაღრმავებისთვის ხელმოწერილი ახალი შეთანხმებების და იმპორტის მერვე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერი ჩინეთს ტოვებს. ირაკლი კობახიძის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შანხაიში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ჩინელი კოლეგის მიწვევით იმყოფებოდა, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რაც სხვადასხვა მიმართულებით ჩინეთ-საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მთავარი აქცენტში შუა დერეფანზე და დაკავშირებადობის კონტექსტში ორი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობაზე გაკეთდა. გამოფენაზე კი, სადაც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი, ქართულ კულტურას 200 ათასამდე ვიზიტორი გაეცნობა.