საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საერთაშორისო პარტნიორები ულოცავენ 

ქვეყანა მილოცვებს იღებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საერთაშორისო პარტნიორები ულოცავენ. მისალოც განცხადებებს და მიმართვებს ავრცელებენ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან, ასევე ჩინეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. მისალოც ტექსტებს აქვეყნებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიც. ყველა მიმართვაში ხაზგასმულია ისტორიული თარიღის მნიშვნელობა და დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეასთან ერთად ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებების დაცვაც. განცხადებების ნაწილის ადრესატი მხოლოდ ქართველი ხალხია, ზოგიერთი მიმართვა კი უშუალოდ ხელისუფლების პირველ პირებს დაეგზავნათ. აშშ-თან და ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ევროპის ქვეყნების და ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილების მიმართაა. ტექსტებში საინტერესო აქცენტები იკითხება. დღის ბოლოს სახელმწიფოს მეთაურის სახელზე ისრაელის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოცი წერილებიც გავრცელდა.