საქართველოს დაცული ტერიტორიები იუნესკო-ს ნომინაციაზე

იუნესკო-ს კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას სწავლობდნენ და მათ ბიომრავალფეროვნებას და უნიკალურ ბუნებას ეცნობოდნენ. სწორედ ამ ექსპერტებმა უნდა დაწერონ დასკვნა, რომელიც გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამის ნომინაციაზე მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკო-მ თებერვალში წარადგინა.