საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების გზავნილები

პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება – ამ გზავნილებით დასრულდა სომხეთის პრემიერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.

ხუთი თვის შემდეგ მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაური სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მხარეები თანხმდებიან, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებებზე. განცხადებების დროს რამდენჯერმე ახსენეს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება-განმტკიცება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას. ფაშინიანის გზავნილია, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს დახმარებით ავითარებენ. დღის წესრიგში იყო ევროკავშირთან ურთიერთობები და საერთაშორისო პლატფორმებზე ორი ქვეყნის თანამშრომლობა. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ახლოა აღმოსავლეთში შექმნილი მძიმე ვითარება. ვიზიტი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატსაც მოიცავდა. იგულისხმება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.