„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე

დღეს ბრალს წაუყენებენ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს, ის ამ დროისთვის თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დღის მანძილზე განახლდება მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვები. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ, 9 სექტემბერს შეიჭრა, მას 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი, რომელთა გათავისუფლებაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოდ შეძლეს.