„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმე

12:11, 09.03.2019

გვიან ღამემდე გაგრძელდა იმ პირების დაკითხვა, რომლებიც თავდამსხმელებს „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრამდე, მძევლად ჰყავდათ აყვანილი. მირანდა გერაძისა და ზურაბ ბერიკაშვილის დაკითხვა დაახლოებით ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ გამომძიებლებსა და მოახდინეს თუ არა გამტაცებლების იდენტიფიცირება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია ათეულობით მოწმე. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. თავდამსხმელები „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ, მანამდე კი მათ ორი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

მსგავსი