საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება British Airways-მა დაიწყო 

18:28, 31.03.2025

ათწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა.

დღეიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო „ბრიტანეთის ავიახაზებმა“, რომლის თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში 156 მგზავრით გამთენიისას დაეშვა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია კვირაში 4-ჯერ შეასრულებს.

მსგავსი